„არქის“ დამფუძნებლები, ილია წულაია და ზაზა ფაჩულია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი, მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის ეკონომიკურ სამიტში — SelectUSA Investment Summit. მათ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს აშშ-ის ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებთან.სამიტზე „არქის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ამერიკის კომერციის დეპარტამენტის გენერალურ მოადგილე ჯეიმს გოლსენს (James Golsen), თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კავკასიის რეგიონის დირექტორ მეტ მაკლაფლინს (Matt McLaughlin) და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ პატრიკ ბრინს (Patrick Breen). შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მომავალი, ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის გზები და კერძო სექტორის, მათ შორის უძრავი ქონების სფეროს განვითარების პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ გამოხატა ინტერესი და მზაობა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები საქართველოსთან და ქართულ ბიზნესებთან.ვიზიტის ფარგლებში, არქის წარმომადგენლები და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული შეხვდნენ საიდ ამიდის (Saeed Amidi), მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდის — Plug and Play Tech Center-ის დამფუძნებელს, ვისთანაც განიხილეს მის მიერ საქართველოში ოფისის გახსნისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა.
SelectUSA Investment Summit წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესინვესტიციებს და აერთიანებს ათასობით ინვესტორს, კომპანიას, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციას (EDO) და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს.